Pages

კონფერენციის შესახებ

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა პედაგოგებისთვის სახელწოდებით — «საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში» მეორე ეროვნული კონფერენცია ჩაატარა. კონფერენცია ჩატარდა ბაზალეთში, 10-12 დეკემბერს. პირველი ეროვნული კონფერენციისაგან განსხვავებით, წლევანდელი კონფერენცია ორ ნაწილად არის გაყოფილი: აღმოსავლეთ საქართველო და დასავლეთ საქართველო. ბაზალეთში აღმოსავლეთ საქართველოს მასწავლებელთა კონფერენცია იყო. წყალტუბოში - დასავლეთ საქართველოსი.  ღონისძიებას 100-მდე მასწავლებელი ესწრებოდა. ორდღიან კონფერენციაზე მოხსენებები სხვადასხვა საგნის პედაგოგებმა წაიკითხეს, მათ შორის იყვნენ: ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის,საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ხელოვნების, დაწყებითი განათლებისა და სხვა საგნების მასწავლებლები. მომხსენებლებმა კოლეგებს მათ მიერ მომზადებული გაკვეთილი წარუდგინეს და საგნის სწავლების მეთოდებსა და ხერხებზე ისაუბრეს. კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად კონკურსი მიმდინარე წლის სექტემბერში გამოცხადდა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საგნობრივმა კონსულტანტებმა შესული  განაცხადებიდან საუკეთესო მოხსენებები შეარჩიეს. 

0 коммент.:

Отправить комментарий