Pages

მირანდა კვაშილავა


                        
                              
                ინტეგრირებული გაკვეთილი, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების ერთ–ერთი საშუალება
შესავალი
საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს რეფორმები მიმართულია განათლების სისტემის განვითარებისა და საჯარო სკოლებში სწავლის ხარისხის ამაღლებისკენ. საქართველოს საჯარო სკოლის ნებისმიერი მოსწავლისათვის, მიუხედავად იმისა, დედაქალაქში  სწავლობს ის თუ მაღლმთიანი რეგიონის სოფელში, ხარისხიანი განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა განათლების რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. ამ მიზნით შექმნილია პროგრამა ,,ასწავლე საქართველოსათვის“,რომელიც უკვე 5 წელია არსებობს, მასში ჩართულია საქართველოს 20-მდე რეგიონი, სკოლებში კონსულტანტ-მასწავლებლად მუშაობს 100–ზე მეტი  კვალიფიციური მასწავლებელი.
  მე მესამე წელია რაც ამ პროგრამის ფარგლებში  გურიაში, კერძოდ, ჩოხატაურში, სოფელ ზემოსურებში ვასწავლი ქართულ ენასა და ლიტერატურას. ჩემთან ერთად არის , ნინო გვენეტაძე-ფიზიკის მასწავლებელი. ჩვენ ერთ სახლში გვიწევს ცხოვრება და ძირითადად ერთობლივად ვგეგმავთ პროექტებს, ვცდილობთ თითოეული პროექტი მოვარგოთ საკუთარ საგანს და ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ შედეგებს. ასევე ვცდილობთ ადგილობრივი კადრიც ჩავრთოთ ღონისძიებებში. ისინიც დიდი ინტერესით და მონდომებით გვიბამენ მხარს და ესე ერთობლივად დაგეგმილი პროექტებიც უფრო საინტერესო  და სახალისო გამოდის, რასაც აფიქსირებენ მოსწავლეები ღონისძიების შემდეგ დარიგებულ კითხვარებში.
მეთოდები და საგაკვეთილო პროცესის მოკლე აღწერა
 კონსულტანტ–მასწავლებლებმა დავგეგმეთ პირველი ინტეგრირებული გაკვეთილი მეათე კლასში თემაზე ,, სიტყვათა შემოკლება ფიზიკური სიდიდეების ერთეულების აღსანიშნავად, ჯერადი და წილადი თავსართები’’. დასაწყისში ჩვენ მასწავლებლებმა მიმოვიხილეთ  გაკვეთილი და მოსწავლეებს მივაწოდეთ მოკლე ინფორმაცია სიტყვათა შემოკლებაზე, თუ საიდან წარმოიშვა სიტყვათა შემოკლება და რა იყო ამის მიზეზი, როგორ შეიძლება შევამოკლოთ ქართულში ადამიანის გვარები და სახელები, ხოლო
ფიზიკური სიდიდეების ერთეულების აღსანიშნად რა გამოიყენება ფიზიკაში, როგორ ხდება მათი შემოკლება.
გაკვეთილი წარიმართა შემდეგნაირად:
1.გაკვეთილზე გამოვიყენეთ ისტ პრეზენტაცია,რომელიც ეხებოდა საწერ მასალებს ,  ეტრატს, ქაღალდს.რაც მოსწავლეებისთვის სიახლე იყო.
2.ჯერადი და წილადი თავსართები ფიზიკურ სიდიდეებში.
3. სიტყავათა შემოკლებები ფიზიკური სიდიდეების ერთეულების აღსანიშნად.
ბარათებზე დატანილი კითხვების და ამოცანების ჯგუფურად შესრულების შემდეგ მოხდა პრეზენტაციით ცოდნის გამთლიანება.
მოსწავლეებში შეიმჩნეოდა მაღალი მოტივაცია, ისინი გულისყურით და მთელი მონდომებით იყვნენ ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში, დააკავშირეს ორი
განსხვავებული საგანი ერთმანეთს , გააკეთეს პრეზენტაცია, ამოხსნეს ამოცანები . ძალიან მოეწონათ ასეთი ტიპის გაკვეთილი და გვთხოვდნენ ხშირად ჩაგვეტარებინა.
ინტეგრირებული გაკვეთილით მოსწავლეებს განუვითარდათ კომუნიკაციის, თანამშრომლობის, ორი საგნის ერთმანეთთან დაკავშირების, ანალიზის, პრეზენტაციის უნარი . გამოუმუშავდათ კვლევის უნარ–ჩვევა. შეემატათ თავდაჯერებულობა.
კლასის მართვის მიზნით გამოვიყენეთ  კითხვა –პასუხის , გონებრივი იერიშის სტრატეგია, პრეზენტაციის, ამოცანების ამოხსნის, დისკუსიის  მეთოდი.
შედეგი
მოსწავლეებმა გაიგეს სიტყავათა შემოკლებების შესახებ და მიღებული ცოდნა გამოიყენეს ფიზიკური სიდიდეების აღსანიშნად. სიტყვათა შემოკლებები გამოიყენეს ამოცანების ამოხსნისას, განუვითარდათ პრეზენტაციის , ანალიზის , შეფასების, სოციალური უნარები.
 აღსანიშნავია ადგილობრივი  მასწავლებლების დაინტერესება და ჩართვა მსგავსი ტიპის გაკვეთილზე, , ისინი იყენებდნენ მიღებულ გამოცდილებას, გვეკითხებოდნენ რჩევას , გვეხმარებოდნენ  , თვითონაც გეგმავდნენ და ატარებდნენ ინტეგრირებულ–გაკვეთილებს.
  დასკვნა
 პრობლემაზე დაფუძნებული პროექტ–გაკვეთილები დიდ ინტერესს იწვევს მოსწავლეებში, ასე სწავლაც მეტად საინტერესოა მათთვის. როგორც ვიცით, ეპოქის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს ტრადიციული გაკვეთილები, ამიტომ თუ მასწავლებელს სურს შედეგზე  გავიდეს და მიაღწიოს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ ინდიკატორებს, მაშინ მან პროექტ–გაკვეთილებს უნდა მიმართოს.

  მოსწავლეების, მასწავებლების და მშობელთა აზრით პროგრამა ,,ასწავლე საქართველოსთვის’’ წარმატებულად მუშაობს და გაამართლა მათი იმედები. ჩვენ კი განათლების სამინსტრო არ გვაკლებს ზრუნვას, რომ პროფესიულად გავიზარდოთ და ავიმაღლოთ კვალიფიკაცია, რომელიც ხორციელდება მონიტორინგისა და ტრენინგების საშუალებით.ყოველივე ამის  შედეგად მივიღეთ ის, რომ სკოლებში დაინერგა სწავლების თანამედროვე მეთოდები და მოსწავლეებს გაუჩნდათ ხარისხიანი განათლების მიღების საშუალება.

0 коммент.:

Отправить комментарий