Pages

მაია სირაძე

                                              ვეფხისტყაოსანიდა მისი თარგმანის საკითხები
         XI კლასში რუსული ენის გაკვეთილზე,ს-IV   დონის რუსული ენის სახელმძღვანელოს მიხედვით( ავტორები-მ.ლორქიფანიძე,ი. ჩხეიძე,ტ.ჩიმაკაძე,2013 წელი )   მოსწავლეებს გავაცანი  რუსი პოეტისა და მთარგმნელინ. ზაბოლოცკის შემოქმედება, სიამოვნებით მოვასმენინე აუდიოჩანაწერები,წავიკითხეთ მისი ლექსები,შემდეგ კი ვთხოვე პწკარედი-თითო სტრიქონის ზუსტი თარგმანი.კარგად გაართვენ თავი დავალებას რადგან ზუსტად ჩაწვდნენ ლექსის შინაარსს, შეიგრძნენ ის ემოცია,რასაც პოეტი გადმოსცემს. შევთავაზე ამავე ლექსის კოტე ყუბანეიშვილისეული თარგმანი .ზოგს მოეწონა,ზოგმა ჩათვალა რომ მთავარი აზრი ზუსტად იყო გადმოცემული,მაგრამ არ იყო შენარჩუნებული რითმა,ზოგს პირიქით მოეწონა რითმა და არა შინაარსი. საკუთარი თარგმანების შედარების შემდეგ გაუჩნდათ კითხვები: რატომ არ ემთხვევა ზოგიერთი სიტყვების თარგმანი კ.ყუბანეიშვილის თარგმანს? რატომ დაიკარგა ზოგ შემთხვევაში ლექსის იდეა,ზოგ შემთხვევაში ემოციური განწყობა ან კიდევ რითმა?თემამ დააინტერესა მოსწავლეები ამიტომ საშინაო დავალებად შევთავაზე მათთვის საინტერესო ლექსის თარგმნა რუსულიდან ქართულ და ქართულიდან რუსულ ენებზე.მოსწავლეებმა წარმატებით გაართვენ თავი დავალებას და საუკეთესო თარგმანები გამოვაქვეყნეთ სასკოლო გაზეთში.
       ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარების იდეა მას შემდეგ გაჩნდა, როცა ამავე კლასის მოსწავლემ  ნიკა ვარშანიძემ ინტერნეტში ჩვეულებრივი „ბოდიალის“ შემდეგ, მისთვის მოულოდნელად „აღმოაჩინა“  „ვეფხისტყაოსნის“ თარგმანების ისტორია. ონლაინმიგნება იმდენად შთამბეჭდავი დარჩა, რომ მასალა თვალსაჩინოებად აქცია, გაკვეთილზე მოგვიტანა, დაფაზე გაგვიკრა და პროვოკაციული შეკითხვაც დაგვისვა: ვინ ვიცოდით, რომელ ენაზე შესრულდა „ვეფხისტყაოსნის“ პირველი თარგმანი?   გადავწყვიტე, ნიკას „აღმოჩენა“ კვლევის საგნად მექცია. დავუკავშირდი ქართული და ინგლისური ენების მასწავლებლებს და შევთავაზე, ერთად ჩაგვეტარებინა ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე „ვეფხისტყაოსანი“ და მისი რუსულ-ინგლისური თარგმანები“. უშუალოდ ჩვენთვის განკუთვნილი საგაკვეთილო დროისათვის ჩვენ უნდა დაგვემუშავებინა ლიტმცოდნეობის საკითხები. ცნობილია, რომ ამგვარი თემები ერთგვარი აქილევსის ქუსლია, როგორც მასწავლებლისათვის, ისე-მოსწავლისათვის. რაღაც ისეთი რამ უნდა მომეფიქრებინა, რაც გაზრდიდა საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის რაოდენობას.  ჩვენ „ვეფხისტყაოსნის“ სალექსო სტრიქონი უნდა შეგვესწავლა. ზოგადად, თარგმანის ტექნიკა. დავინტერესდით-რა ნარჩუნდება და რა იკარგება, რას ექცევა უფრო მეტი ყურადღება თარგმანში-იდეას თუ ფორმას?
შევისწავლეთ ქართული პოეზიის დამახასიაებელი ნიუანსები: რითმა, „ოქროს კვეთა“, ტერცერა...კვლევა საინტერესო რომ ყოფილიყო მოსწავლეებს საშინაო დავალებად მივეცი პოვერ პოინტის ფორმატით წარმოედგინათ თავიანთი ნამუშევრები. შეჯიბრებითობის პრინციპი, რა თქმა უნდა, ზომიერების ფარგლებში, მომგებიანია.
მოსწავლე იხსენებს სალექსო სტრიქონის ზომას , რითმის რაობას,
სახეებს. სტრიქონს ყოფს მუხლებად, მუხლებს-ტერფებად და მუხლებში მარცვალთა რაოდენობას.

მასალა გასცდა საგაკვეთილო პროცესს. ვესტუმრეთ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის რუსთველოლოგიის კაბინეტს. პატივცემულმა პროფესორმა უფრო დაწვრილებით აგვიხსნავეფხისტყაოსნისსალექსო სტრიქონი და მისი თარგმანის თავისებურებანი.
მოსწავლეებმა ინტერნეტ ტექნოლოგიების გამოყენებით  მოიძიე და გაიგეს, რომ რუსულ ენაზე არსებობს პოემის ხუთი სრული და ათზე მეტი ნაწილობრივი თარგმანი. სრული თარგმანების ავტორებია-.ბალმონტი,პ.პეტრენკო, .ზაბოლოცკი,.ცაგარელი, .ნუცუბიძე. გადაწყვიტეს შეედარებინათ ბალმონტის თარგმანი,რადგან სწორედ ის არის რუსულ ენაზე პოემის პირველი თარგმანის ავტორი და ზაბოლოცკის თარგმანი რადგან ,ამ პოეტის ლექსებს გაეცნენ პროგრამული მასალის მიხედვით და მოეწონათ მისი შემოქმედება.
ვეფხისტყაოსნისაფორიზმი:    ლეკვი ლომისა სწორია,ძუ იყოს,თუნდა ხვადია
ბალმონტის თარგმანი:                      Уж ког-да в пе-ще-ре львя-та I
                                                              Льви-ца , лев впол-не рав-ны.
      მთავარი ცეზურა პწკარედს ყოფს შუაზე.პირველი ნაწილი 8 მარცვლისაგან შედგება,მეორე ნაწილი კი  შვიდმარცვლიანია.
ზაბოლოცკის თარგმანი:                 Де-ти льва рав-ны  друг дру-гу I
                                                             Будь то львё-нок и-ли льви-ца
           მთავარი ცეზურა ასევე ყოფს პწკარედს შუაზე,მაგრამ აქ როგორც პირველი ნაწილი, ასევე მეორე რვამარცვლიანია.

ვეფხისტყაოსნისაფორიზმი:           რასაცა გასცემ შენია,რაც არა დაკარგულია
ბალმონტის თარგმანი:                       Что ты спря-чешь,то про-па-лоI
                                                                  Что ты о-тдал, то тво-ё.
         მთავარი ცეზურა გადის პწკარედის შუა ნაწილზე.პირველი ნაწილი რვამარცვლიანია,მეორე კი შვიდმარცვლიანი.
ზაბოლოცკის თარგმანი:                Ще-дрость сла-ву при-ум-но-житI
                                                             И сер-дца  к те-бе при-вя-жет
         მთავარი ცეზურა გადის პწკარედის შუა ნაწილზე,პირველი ნაწილი, ისევე როგორც მეორე ნაწილი რვამარცვლიანია.
     ვეფხისტყაოსნის აფორიზმების პწკარედი თარგმანების შედარების შემდეგ,აღმოჩნდა რომ მთავარი აზრი,შინაარსი იკითხება ორთავე თარგმანში ,მაგრამ ზაბოლოცკი ამასთანავე ინარჩუნებს რითმს (8+8).თექვსმეტმარცვლიანი ლექსის ფორმა, შაირის სახელწოდებით დაცულია.
  ბალმონტი თავად ეძახდა თავის თარგმანსგადამღერებას“, ზაბოლოცკის კი აღიარებენ  „ვეფხისტყაოსნისსაუკეთესო მთარგმნელად,რადგან მისი თარგმანი გაცილებით ზუსტია შინაარსობრივად და რითმულად.ზაბოლოცკი ფლობდა ქართულ ენას ეს უპირატესობა არ ქონდა ბალმონტს,შეიძლება ამიტომ მან ვერ შეძლო შეეგრძნო  რუსთაველის პოემის რითმიკა.ბალმონტმა შინაგანი რითმებით დატვირთა,ნაწილობრივ გაიმარჯვა,ხმოვანება შეჰქმნა,მაგრამ რუსთაველის სიდარბაისლე დაჰკარგა.
       მოსწავლეებმა  მასწავლებლის დახმარებით იგივენაირად შეისწავლეს  „ვეფხისტყაოსნისინგლისურენოვანი თარგმანები. წარმოადგინენ ურუშაძისა და მარჯორი უორდროპის თარგმანის ნიმუშები.
    "Woman she is, but a woman born to rule over a kingdom. 
Truly our hearts declare her worthy to be our sovereign. 
Her noble deeds, like her radiance, shed brightness arid warmth like sunshine. 
The lion's whelp is a lion, be it male or female". 
თუცა ქალია, ხელმწიფედ მართ ღმრთისა დანაბადია;
არ გათნევთ, იცის მეფობა, უთქვენოდ გვითქვამს კვლა დია;
შუქთა მისთაებრ საქმეცა მისი მზებრ განაცხადია.
ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია".
 "Generous deeds adorn a monarch as does a cypress Eden; 
Even the treitor is won when the hand of the ruler is generous. 
Spending on feasting and wine is better than hoarding our substance. 
That which we give makes us richer, that which is hoarded is loSt".
მეფეთა შიგან სიუხვე, ვით ედემს ალვა, რგულია;
უხვსა ჰმორჩილობს ყოველი, იგიცა, ვინ ორგულია;
სმა-ჭამა - დიდად შესარგი, დება რა სავარგულია?!
რასაცა გასცემ, შენია; რას არა, დაკარგულია!"

Woman she is, but a woman born to rule over a kingdom. 
Truly our hearts declare her worthy to be our sovereign. 
Her noble deeds, like her radiance, shed brightness arid warmth like sunshine. 
The lion's whelp is a lion, be it male or female". 
თუცა ქალია, ხელმწიფედ მართ ღმრთისა დანაბადია;
არ გათნევთ, იცის მეფობა, უთქვენოდ გვითქვამს კვლა დია;
შუქთა მისთაებრ საქმეცა მისი მზებრ განაცხადია.
ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია".
 "Generous deeds adorn a monarch as does a cypress Eden; 
Even the treitor is won when the hand of the ruler is generous. 
Spending on feasting and wine is better than hoarding our substance. 
That which we give makes us richer, that which is hoarded is loSt".
მეფეთა შიგან სიუხვე, ვით ედემს ალვა, რგულია;
უხვსა ჰმორჩილობს ყოველი, იგიცა, ვინ ორგულია;
სმა-ჭამა - დიდად შესარგი, დება რა სავარგულია?!
რასაცა გასცემ, შენია; რას არა, დაკარგულია!"

      გაკვეთილისათვის დავამზადეთ მოსაწვევი ღია ბარათი ვორდის დოკუმენტის საშუალებით და ელფოსტით დავუგზავნეთ დაინტერესებულ პირებს.
     ინტეგრირებული გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა:თარგმნის თავისებურებანი და კლასიკოსთა ნაწარმოებების თარგმნის სიძნელეების დადგენა.ფორმისა და იდეის ერთიანობის ანალიზი.
   გაკვეთილის მიზანი : მოსწავლეები გაეცნობიან და შეადარებენ ქართულ-რუსულ- ინგლისურ ნიმუშებს შ.რუსთაველის პოემის „ვეფხისტყაოსნის“ მაგალითზე.გაანალიზებენ თარგმანის თავისებურებებს.
      ეროვნული სასწავლო გეგმით მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები-
       ქართ. XI. 1. მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება საკლასო და სასკოლო დისკუსიებში.                           
          შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
       მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს;
       მსჯელობს არგუმენტირებულად, გამოაქვს ადეკვატური დასკვნა;
       საუბრისას შემოიფარგლება კონკრეტული თემით და თავს არიდებს ზოგად საკითხებზე მსჯელობას; 

       ქართ. XI. 5. მოსწავლეს შეუძლია  ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების ამოცნობა და შესაბამისად გამოყენება.                           
        შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
       ამოიცნობს აუდიტორიაზე ზემოქმედების არავერბალურ ხერხებს (მხედველობით კონტაქტს, ხმის აწევ-დაწევას, საუბრის ტემპის შეცვლას, ჟესტიკულაციას) და შესაბამისად იყენებს მათ ზეპირი გამოსვლების დროს მსმენელთა ინტერესის გასაღვივებლად;
       ქართ. XI. 3. აუდიტორიის წინაშე მოხსენებით გამოსვლისას მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის ეფექტიანობის გასაძლიერებელი ხერხების გამოყენება.
           შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
       ამყარებს კონტაქტს მსმენელებთან (თხრობისას იყენებს პირველ პირს, დამოკიდებულების გამომხატველ ჩანართებს. მაგ., „მინდა გიამბოთ...“, „ჩემი აზრით...“, „მთლიანად ვიზიარებ აზრს...“, „აქედან გამომდინარე, მიმაჩნია...“ და სხვ.).
                                           მიმართულება მოსმენა
უცხ.ს.VII.2. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს  სხვადასხვა სტრატეგიას მოსმენილი ტექსტის შინაარსის გასააზრებლად.
                                                   მიმართულება კითხვა
უცხ.ს.VII.4. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს, გაიგოს და გააანალიზოს მხატვრული ტექსტები (მოთხრობა, ნოველა, მინიატურა, პოეზიის, თანამედროვე პროზის ნაწყვეტები).
უცხ.ს.VII.7. მოსწავლე ფლობს და იყენებს სტრატეგიებს ტექსტის სიღრმისეულად შესწავლის მიზნით.
                                                    მიმართულება წერა
უცხ.ს.VII.10.  წერისას  მოსწავლეს შეუძლია შექმნას ტექსტის სტრუქტურა,  ფლობს და  იყენებს საბაზისო ენობრივ-გრამატიკულ უნარ-ჩვევებს.
                                             მიმართულება ლაპარაკი
დიალოგური მეტყველება

უცხ..VII.12. მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობა მისთვის ნაცნობ თემატიკაზე.

მონოლოგური მეტყველება

უცხ..VII.14. მოსწავლეს შეუძლია წარმოადგინოს ზეპირი მოხსენება (პრეზენტაცია) აქტუალური საკითხის, პრობლემის გარშემო.
                                      მიმართულება კულტურათა დიალოგი
უცხ.ს.VII.17მოსწავლე იჩენს ინტერესს და ავლენს ტოლერანტულ
დამოკიდებულებას კულტურათა თავისებურებების მიმართ.
                            მიმართულება უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენება (მედიტაცია)
უცხ.ს.VII.18. მოსწავლეს შეუძლია უცხოური ენის საგანმანათლებლო მიზნით გამოყენება.
      გაკვეთილის მიმდინარეობა: გაკვეთილის ხანგრძლივობა 45 წთ;
A ფაზა-15 წთ.
საორგანიზაციო მომენტი.
მოსწავლეთა ცოდნის შემოწმება.
აქტივობა 1.   (ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი)
       Power Pointi-ისა  და  Movie maker-ის პროგრამით  მოსწავლეების მიერ დამზადებული თვალსაჩინოების გამოყენებით მოსწავლეები საუბრობენ “ვეფხისტყაოსნის” სალექსო სტრიქონის თავისებურებებზე; ადარებენ მაღალი და დაბალი შაირით შექმნილ სტრიქონებს; ითვლიან სტრიქონში მარცვალთა რაოდენობას, გამოყოფენ რითმებს, მსჯელობენ “ოქროს კვეთის” შესახებ; აანალიზებენ პოემის ფორმასა და იდეას.
     ამზადებენ მსოფლიოს სხვადასხვა ენებზე “ ვეფხისტყაოსნის”  თარგმანების ჩამონათვალის თვალსაჩინოებას.

B ფ აზა - 20  წთ.   (რუსულისა და ინგლისურის მასწავლებლები)
აქტივობა 2.
        მოსწავლეები, რუსულისა და ინგლისურის მასწავლებლების ხელმძღვანელობით, რუსულ და ინგლისურ ენებზე კითხულობენ “ვეფხისტყაოსნის” თარგმანის პწკარედებს; ადარებენ ორიგინალურსა და თარგმანს; პოულობენ განსხვავებებს პოემის ფორმისა და იდეის შენარჩუნებისათვის გაწეულ სამუშაოებში; აანალიზებენ თარგმანის თავისებურებებსა და სიძნელეებს; ადარებენ და აფასებენ სხვადასხვა მთარგმნელთა მიერ ერთსა და იმავე ენაზე შესრულებულ თარგმანებს; ეძებენ და პოულობენ თვალსაჩინო განსხვავებებს; აქტიურად იყენებენ ისტ-ის ტექნოლოგიებს.
C ფაზა - 10  წთ.
        ქართულის მასწავლებელი, მოსწავლეებთან ერთად, აჯამებს გაკვეთილის პროცესს და გამოაქვს დასკვნა, თუ რა სირთულეები ახლავს, ზოგადად, თარგმანს და, კონკრეტულად, კლასიკოსთა თარგმანებს.  რა  დიდი მუშაობა უწევთ მთარგმნელებს ფორმისა და იდეის შენარჩუნებისათვის.
      მოსწავლეთა შეფასება.
     საშინაო დავალებს მიცემა.
       მოსწავლეები სიამოვნებით წარმოადგენენ საპრეზენტაციო ნაშრომებს ,რადგან დარწმუნებულნი არიან მათი ნამუშევრები სათანადოდ შეფასდება.
            ინტეგრირებული გაკვეთილების  შესაძლებლობას იძლევა მოსწავლეები მეტად დავაინტერესოთ, ჩავრთოდ სასწავლო პროცესში,გავხადოთ ის მრავალფეროვანი და მიმზიდველი. ამით მოსწავლეებს უვითარდებათ აზროვნება,ინფორმაციის მოძიების,ანალიზის და სინთეზის უნარი.არიან შემოქმედებითნი,კომუნიკაბელური,საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული და ახლის ძიებისთვის მოტივირებული ადამიანები.
                                                                        
                                                გამოყენებული ლიტერატურა:
ეროვნული სასწავლო გეგმა
რუსული ენა ს-VII (ავტორები:ლორთქიფანიძე მ., ჩხეიძე ი., ჩიმაკაძე თ.,)









0 коммент.:

Отправить комментарий