Pages

ეკა ცხადაია


სიმულაციის  გამოყენება   ვრცელი  ტექსტის  სწავლებისას

სწავლების  თანამედროვე  საგანმანათლებლო  სისტემა  გულისხმობს  სწავლა-სწავლების  ახლებურ  მეთოდოლოგიას,სრულ  შესაბამისობას   სწავლების  მიზნებს,  მეთოდებსა  და  ფორმებს  შორის.
გამოცდილება  აჩვენებს, რომ  მოსწავლე გაცილებით  იოლად  ინტერესდება  საგნით, როცა  ინფორმაციის   მიწოდების  ლექციური  ფორმის ნაცვლად,  ინტერაქციისთვის  გამოყენებულია ინოვაციური მეთოდები, რომლებიც  ხელს  უწყობენ  არა  მარტო  სააზროვნო  უნარების  გააქტიურებას, არამედ ცვლიან   სასწავლო სამუშაოსაც, ხდება სასწავლო პარადიგმის მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია და გამრავალფეროვნება.  ამიტომ სწავლების  შინაარსის   გარდა  მასწავლებელმა  დიდი  ყურადღება  უნდა  დაუთმოს  იმ  ხერხებსა  და  მეთოდებს, რომლებიც  მოსწავლეებს  უფრო ადვილად  და  ხალისით  აათვისებინებს  შინაარსს.  მეთოდების  ეფექტიანობა   მნიშვნელოვანწილად  მათ ადეკვატურ  შერჩევაზეა  დამოკიდებული.
მეთოდები და  პროცესი:  მინდა  გაგაცნოთ  საკუთარი  გამოცდილება  პრესკონფერენციის   მეთოდით  დაგეგმილი,  სიმულაციური  გაკვეთილის  შესახებ. ქართულ  ენასა და ლიტერატურაში  მე-10 კლასიდან  იწყება   ვრცელ  ტექსტებზე  მუშაობა. ამავე  კლასში  ისწავლება  მშობლიური  კულტურის  უმნიშვნელოვანესი ძეგლი - ,,ვეფხისტყაოსანი“.  ვრცელი  ტექსტები  ღლიან  მოსწავლეებს.  უჭირთ რთული  სიუჟეტური  სტრუქტურის  აღქმა, არსებითის გამოყოფა, დეტალების  დამახსოვრება, კონტექსტიდან პერსონაჟის  სახასიათო თვისებების სწორად  ამოცნობა, მით  უფრო, ამ  ყველაფრის  წერით  გადმოცემა. ამიტომ არის  მნიშვნელოვანი  სასწავლო  სტრატეგიის არჩევა, რათა მათ გაუიოლდეთ  ინფორმაციის  აღქმა, გადამუშავება, შეჯამება,  დასკვნების  გამოტანა, ჩანაწერების  გაკეთება, საკუთარი  სწავლის  პროცესის  მონიტორინგი, განუვითარდეთ მაღალი  სააზროვნო, ტრანსფერის,  ანალიტიკურ, შემოქმედებითი  უნარები  და  კრიტიკული აზროვნება.
,, პიროვნების  საერთო კულტურა, საკომუნიკაციო და პროფესიული  უნარ-ჩვევები სწორედ  მშობლიური  ენის  საფუძველზე  ყალიბდება. ის  ქმნის  იმ  ბაზისს, როომელსაც ეფუძნება  ადამიანის თავისუფალი  განვითარების მთელი  შემდგომი  პროცესი. სწორედ  ამის  გათვალისწინებით  განისაზღვრება ქართული  ენისა  და  ლიტერატურის  სწავლების ძირითადი მიზნები.
ü    განუვითაროს  მოზარდს  ძირითადი  სამეტყველო უნარები)წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი)ნ
ü    გამოუმუშვოს  წერითი  და  ზეპირი მეტყველებაზრის   ლოგიკური თანმიმდევრობით გამოთქმის  და  სხვადსხვა დანიშნულების წერილობითი ტექსტის  შექმნის  უნარი.
ü    ჩამოუყალიბდეს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი და რეფლექსური აზროვნება.“ (ესგ)
ამ  მიზნების  მისაღწევად მრავალი  ეფექტური,  ინოვაციური ხერხი  არსებობს, მათ  შორისაა  სიმულაციური  სიტუაცია.   სიმულაცია  გულისხმობს   რეალობასთან  იდენტური  ხელოვნური  სიტუაციის  შექმნას, ის რეალობის  გათამაშებაა. სიმულაციას  ადამიანის  მონაწილეობით  როლური  თამაში ეწოდება  და  საუკეთესოა  რთული, პრობლემური თემების  დამუშავებისას.
თემა,  რომელსაც  მივუსადაგეთ   სიმულაცია ,,პრესკონფერენცია“, გახლდათ  ავთანდილისაგან  ჭაშნაგირის  მოკვლა (,,ვეფხისტყაოსანი“)
  მიზანი:  ზეპირი  და  წერითი  მეტყველების  გავითარება.
ესგთან  კავშირი
ქართ. X. 7. მოსწავლეს შეუძლია განასხვაოს ტექსტში ფაქტობრივი, კონცეპტუალური და ქვეტექსტური ინფორმაცია.                            
ü    ამოკრებს ტექსტიდან ფაქტობრივ ინფორმაციას (ანუ ინფორმაციას მოქმედების ადგილის, დროის, მონაწილეების შესახებ; საქმის ვითარების, მოვლენათა თანამიმდევრობის, პერსონაჟთა ქცევის შესახებ);
ქართ. XI. 10. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ესეს დაწერა.

ü    წერს ესეს, რომელშიც პირად ან ლიტერატურულ გამოცდილებაზე დაყრდნობით მსჯელობს მოცემული თემის, პრობლემების შესახებ (ამტკიცებს / უარყოფს, გამოთქვამს ვარაუდს, ადარებს, ავლებს პარალელებს);
ü    განიხილავს პერსონაჟის ხასიათს, ქცევის მოტივს, ღირებულებებსა და ფასეულობებს (ფსიქოლოგიური პორტრეტი);
დაგეგმვა:     გაკვეთილი-კონფრენციის  იდეა  მეკუთვნოდა  მე,  იდეა  დაიბადა  ჟურნნალ ,,მასწავლებელში“  გამოქვეყნებული  სტატიაზე  დაყრდნობით ,თუმცა,  კლასის  სპეციფიკიდან (მცირერიცხოვანი  კლასია)  გამომდინარე, რამდენადმე განსხვავებული ფორმატით , საკუთარი  ინტერპრეტაციით  ჩატარდა.  მოსწავლეებმა  ეს  იდეა მიიღეს  ენთუზიაზმით.  თემის  შესწავლისას   მოსწავლეებს   ვთხოვე   წარმოეგდინათ, რომ  ისინი არიან  ჟურნალისტები  და  გახმაურებული  მკვლელობის  შესახებ  ინფორმაცია  უნდა  მოეპოვებინათ  ,, შინაგან  საქმეთა  მინისტრისგან,“  მოეფიქრებინათ და  დაესვათ  კითხვები, დაემუშავებინათ  მიღებული  პასუხები,  გამოეთქვათ  ვარაუდები და   მასალა   წარმოედგინათ  საგაზეთო  სტატიის  სახით.  კონფერენცია-გაკვეთილი  დავგეგმეთ  პარასკევ  დღეს, რათა  შაბათ-კვირას  შეძლებოდათ  გაანალიზება  და  სტატიებად  წარმოდგენა.
 თემის  შესწავლის  შემდეგ  შემდეგ   კლასი  დაიყო  შემდეგ  სიმულაციურ  ჯგუფებად:   1. ჟურნალისტები  (კრიტიკული  ჟურნალისტები  და  ანალიტიკოსები)   2. კორესპონდენტი        3. ფოტოგრაფი ,  4. პროდიუსერი.  5. მოპასუხე (სიმულაციურად  გულანშაროს  შინაგან  საქმეთა  მინისტრი).
კითხვები  და  ამოცანები, რომელიც  მაინტერესებდა  გაკვეთილის  ასე  დაგეგმვისას  გახლდათ  შემდეგი:
1.              რამდენად შეუწყობს  ხელს  აღნიშნული  გაკვეთილი  ტექსტის  სიღრმისეულ  გააზრებას?
2.              არის  თუ  არა  დავალებები  ისე  განაწილებული, თითოეული  მოსწავლის  ძლიერი  მხარე  წარმოჩინდეს?
3.               რამდენად  მოტივირებული  იქნებიან  სასწავლო  პროცესისთვის
4.               რამდენად  მოახერხებენ  კითხვების  დასმას, საუბრის  დაგეგმვას,  წერილობით  თხრობას ,  საკუთარი  პოზიციის  დაფიქსირებასაც  და  საკითხის   სხვადასხვა კუთხით  წარმოჩენას.
5.              რამდენად  ვალიდურია  დრო  საბოლოო  შედეგის  მისაღწევად?
კრიტიკოსმა  ჟურნალისტებმა   ბევრი  და  სხვადასხვანაირი  კითხვა  მოამზადეს. ანალიტიკოსმა შეაფასა  შეაფასა   მოპასუხის  მუშაობა.(წერილობით) . კორესპონდენტმა   წერილობით შეაჯამა  ჩატარებული  პრესკონფერენცია. ფოტოგრაფმა  დაამზადა  პრესკონფერენცია  ფოტოსლაიდები.
პრესკონფერენცია-გაკვეთილის  მსვლელობამოსწავლეებმა  გაითავისეს  როლები,  მასწავლებელი  პროდიუსერის  როლს  ასრულებდა.  გადავწყვიტე,  მოპასუხის  როლი  კოლეგისთვის   შემეთავაზებინა. ეს  სიურპრიზი  იყო  მისთვისაც  და  მოსწავლეებისთვისაც. ამით  კიდევ  უფრო  მიემსგავსა  იმიტირებული  პრესკონფერენცია  რეალურს.
მოსწავლეებმა   მოიფიქრეს  და  დასვეს  კითხვები.  მუშაობდნენ  ენთუზიაზმითა  და  ხალისით. გააკეთეს  ჩანაწერები. საკუთარი  შეხედულებები  გაამყარეს  არგუმენტებით.  მოპოვებული  ინფორმაცია მეორე  დღეს  წარმოადგინეს  სტატიის  სახით.  გამოსცეს  ჟურნალი ,,გულანშაროს  მაცნე“.
შეფასებ:   მოხდა  გაკვეთილის  შეჯამება.  მოსწავლეებმა  თვითონ  დაასახელეს  ყველაზე  საინტერესო  კითხვის  ავტორი.  წერითი  ნამუშევრები  კი  შეფასდა  ქართული   ენისა  და  ლიტერატურის  კათედრაზე  დამტკიცებული  წერითი  დავალების შეფასების  სქემის  მიხედვით. 
   შედეგი:  მოსწავლეებმა  დაამუშავეს  ტექსტი, ამოკრიბეს ტექსტიდან ფაქტობრივ ინფორმაცია,
ü      ინფორმაციას მოქმედების ადგილის, დროის, მონაწილეების შესახებ; საქმის ვითარების, მოვლენათა თანამიმდევრობის, პერსონაჟთა ქცევის შესახე;
ü     წარმოადგინეს სტატიები, რომელშიც პირად ან ლიტერატურულ გამოცდილებაზე დაყრდნობით მსჯელობდნენ  მოცემული თემისა  და  პრობლემაზე (დაამტკიცეს   და უარყვეს, გამოთქვს ვარაუდ, შეადარეს,  გაავლე პარალელებ);
ü     განიხილეს  პერსონაჟის ხასიათ, ქცევის მოტივ, ღირებულებებ და ფასეულობები,
ü     შექმნეს მისი ფსიქოლოგიური პორტრეტი.
     შესაბამისად, მასწავლებლის  დასახული  ამოცანა, გაეაზრებინათ  ტექსტი. განევითარებინათ  ზეპირი  და  წერითი  მეტყველების  უნარები,  მიღწეულ  იქნა.  კლასი  იყო  მოტივირებული, ენთუზიაზმით  დამუხტული.
კოლეგათა  ურთიერთანამშრომლობა, ერთობლივი  გაკვეთილები  სწორი  პედაგოგიური  მიდგომებისა  და  ჯანსაღი სასწავლო  კლიმატის  საწინდარია, რაც,  ასევე,  ამ  გაკვეთილის  შედეგად  შეიძლება  ჩაითვალოს.
დასკვნა: 
პრაქტიკაზე  დაყრდნობით  შეგვიძლია  ვთქვათ, რომ   პრესკონფერენცია, როგორც  საგაკვეთილო  ინოვაციის  ფორმა,  სწავლების  ეფექტური  საშუალებაა. სწავლის  პროცესს  აძლევს  მუხტსა  და  ენერგიას  და   მოსწავლეს  დადებით  განწყობას  უქმნის  შესასწავლი  საკითხისადმი. მეთოდი   ზოგადად, ყველა  საგანში  შეიძლება  გამოიყენოს  მასწავლებელმა, მაგრამ, ვფიქრობთ, ყველაზე  ეფექტურია  ვრცელი  ტექსტების,პრობლემური  საკითხების, ბიოგრაფიების    შესასწავლისას.  ვრცელი  მასალის  ცალკეული  პასაჟების  გაგებისთვის  სიმულაციური  სიტუაციები   უფრო  აიოლებს   ტექსტის  შესწავლას. მოსწავლე  არ  იღლება, ხალისით  მონაწილეობს  სწავლის  პროცესში და  ითავისებს  როლს. უფრო  მეტად  უკვირდება  დეტალებს,
ამ  ტიპის  სიმულაციური  გაკვეთილის  დროს  არ  ხდება  მასალის  უბრალოდ  დამახსოვრება-გაზეპირება,  არამედ   მოსწავლე  იყენებს  ამ  ცოდნას. გამოთქვამს  ვარაუდებს,აკეთებს    ანალიზს,  აფასებს,  რაც  არის  კიდევაც  თანამედროვე  საგანმანათლებლო  სისტემის  ამოცანა. 




გამოყენებული  ლიტერატურა:
1.     ეროვნული  სასწავლო  გეგმა
2.     სწავლების მეთოდები და სწავლის სტრატეგიები-სოფიკო ლობჟანიძე  ინტერნეტჟურნალი ,,მასწავლებელი“                             http://mastsavlebeli.ge/?action=page&p_id=19&id=43
3.     პრესკონფერენცია, როგორც  გაკვეთილის  ფორმა-ირმა  კახურაშვილი.  ინტერნეტჟურნალი ,,მასწავლებელი:

4.      თამაშით  სწავლება-  უპირატესობები, გამოწვევები და საუკეთესო  პრაქტიკა ინტერნეჟურნალი ,,განათლება“ http://news.edu.aris.ge/eduworld/6777-TamaSiT-swavleba-upiratesobebi-gamowvevebi-da-saukeTeso-praqtika.html



0 коммент.:

Отправить комментарий